არქეოლოგებმა ეგვიპტეში მსოფლიოს უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს | ფოტოები

საქართველო, თბილისი - 18:07 | 14.02.2021
ნანახია: 729

ამერიკელი და ეგვიპტელი არქეოლოგების ექსპედიციამ ეგვიპტეში ლუდსახარშს მიაკვლიეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველია. იუწყება Associated Press-ი.

ლუდსახარში აღმოაჩინეს აბიდოსის ტერიტორიაზე - ეგვიპტის უძველესი ქალაქი და ამჟამად არქეოლოგიური ძეგლი. აბიდოსი მდებარეობს ნილოსის დასავლეთით, უდაბნოში, კაიროს სამხრეთით 450 კმ-ზე.

ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს ხელმძღვანელის, მუსტაფა ვაზირის თქმით, ლუდსახარში სავარაუდოდ ჯერ კიდევ ადრეული სამეფოს პირველი დინასტიის ფუძემდებლის ფარაონ ნარმერის დროიდან მოდის (ძვ. წ. 3150 - 2613).

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს რვა დიდი ოთახი (ზომით 20-იდან 2,5 მ-მდე). თითოეულ მათგანში 40-მდე თიხის ავზი იყო, რომელშიც წყალი და მარცვლეული იხარშებოდა ლუდის დასამზადებლად.

ამერიკელი მეცნიერის მეთიუს ადამსის ინფორმაციით, რომელიც ნიუ იორკის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტს წარმოადგენს, ლუდს ეგვიპტეში სხვადასხვა რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.

ექსპედიციის განცხადებით, 1900-იან წლებში, თავდაპირველად ბრიტანელმა არქეოლოგებმა განაცხადეს ამ ლუდსახარში არსებობის შესახებ, მაგრამ შემდეგ ვერ მიაკვლიეს.

აბიდოსი ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა პერიოდიდან იყო ძველი ეგვიპტის მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი და ღმერთ ოსირისის ერთ – ერთი მთავარი თაყვანისცემის ადგილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე