ეს იყო კუდიანებზე ნადირობა - ტრამპი არშემდგარ იმპიჩმენტზე

საქართველო, თბილისი - 17:50 | 14.02.2021
ნანახია: 556

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობის წარუმატებლად დასრულებას კუდიანებზე ნადირობა უწოდა.

 „ეს ჩვენი ქვეუნის ისტორიაში მორიგი ფაზაა კუდიანებზე ყველაზე გრანდიოზული ნადირობის. და ეს ნადირობა გრძელდება, რადგან ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ შეუძლიათ დავიწყება იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ხმა 75-მა მილიონმა ადამიანმა მომცა. ეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია მოქმედი პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად იბრძოლებს. „ჩვენი ისტორიული და შესანიშნავი მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“ მხოლოდ ახლა იწყება.  უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ. მზად ვარ გავაგრძელო ეს შესანიშნავი თავგადასავალი, რომლის მიზანია ყველა ამერიკელი იყოს  ღირსეული“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს იყო ტრამპის პირველი საჯარო განცხადება მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

სენატმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატის მიერ წაყენებულ ბრალდებას სენატში 57-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.

ბრალდების დამტკიცებისთვის სენატის 2/3-ის, ანუ 67 სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ამბოხების წაქეზებაში სდებდა ბრალს.

იმპიჩმენტის პროცესი სენატში სამშაბათს, 9 თებერვალს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე