რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ - ვახტანგ გომელაური მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე

საქართველო, თბილისი - 17:05 | 14.02.2021
ნანახია: 411

"კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, თვითონაც ამას ამბობს, ბატონი მელია, რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"კანონიდან გამომდინარე, როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თუ სხვა. მელია იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ.

თვითონაც ამას ამბობს ბატონი მელია და როგორც წესი და კანონი იქნება, რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე