პოლონეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსი, რომელიც წაულებს აღმოაჩნდათ, შესაძლოა, ადამიანებს გადაედოს

საქართველო, თბილისი - 18:28 | 13.02.2021
ნანახია: 600

კორონავირუსი, რომელიც პოლონეთში წაულებს აღმოაჩნდათ, შესაძლოა ადამიანს გადაედოს, ან პირიქით - ადამიანიდან წაულას გადაეცეს. ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

რამდენიმე თვის წინ პოლონეთში, ერთ-ერთ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

სამინისტროს მონაცემებით, ვირუსოლოგებმა დაასვნეს, რომ წაულებში აღმოჩენილი ვირუსი განეკუთვნება  უკვე ნაცნობ ეპიდემიოლოგიურ ხაზს.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ აღმოჩენილი გენეტიკური ცვლილებები დამახასიათებელია ვირუსის ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიული ვარიანტებისთვის.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევები, ასევე დანიისა და ნიდერლანდების გამოცდილება ერთმნიშვნელოვმად მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში აღნიშნული ვირუსი,  შესაძლოა, წაულადან ადამიანს, ან პირიქით ადამიანიდან წაულას გადაედოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე