სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ საბოლოოდ შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს მშენებლობა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 13.02.2021
ნანახია: 418

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართეს თხოვნით, სრულად შეასრულოს კონგრესმენების მიერ მიღებული კანონების მოთხოვმნა იმისათვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობა.

 „ეს გაზსადენი რუსეთის უქმნის მძლავრ, ახალ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც უკრაინას, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებს ართმევს შემოსავალს, რომელსაც ისინი ტრანზიტის (რუსეთიდან ევროპაში) საფასურიდან იღებენ“, - ნათქვამია წერილში.

სენატორები ამბობენ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროპას რუსეთზე დამოკიდებულს გახდის უახლოესი 40 წლის განმავლობაში. ამასთან, სენატორები ამბობენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსეთის ინფრასტრუქტურის განლაგება საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრს.

სენატორები მოუწოდებენ პრეზიდენტსა და ადმინსიტრაციას 16 თებერვლამდე კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, სადაც მითითებული იქნება ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე