შსს-მ გარდაბანში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:48 | 26.01.2016
ნანახია: 1556

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული არიფ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ერთ-ერთი ოთახის სათავსოდან, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე