ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ და არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება - ნათია თურნავა ნიკა მელიას შესაძლო დაკავებაზე

საქართველო, თბილისი - 14:19 | 13.02.2021
ნანახია: 528

"ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ და არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება", - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს.

"მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს და სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს. არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტრუმენტების მიმართ ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანონი ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს, პასუხისმგებლობა უნდა მოყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს. მიუხედავად პოლიტიკური აქტივობისა. ნუ ავრევთ ამ ორ პროცესს ერთმანეთში“, - აცხადებს თურნავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე