ბაიდენის ადმინისტრაციამ გუანტანამოს ციხის დახურვის პროცედურები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 21:45 | 12.02.2021
ნანახია: 631

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო გუანტანამოს ციხის პოლიტიკის გადახედვის პროცედურები, მისი საბოლოოდ დახურვის მიზნით. იუწყება გამოცემა Washington Examiner-ი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელ ემილი ჰორნიზე დაყრდნობით.

„ჩვენი საერთო მიზნის - გუანტანამოს დახურვის შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შევაფასებთ მდგომარეობას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით ერგო“, - განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

როგორც ჰორნი განმარტავს, პირველად აუცილებელია უწყებებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციების დაზუსტება, რომელზეც დამოკიდებულია ეროვნული უსაფრთხოება.

საერთაშორისო ტერორისტების ციხე გუანტანამოს ბაზაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა. ეუთოსა და გაეროს ექსპერტებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ციხის დაუყოვნებლივ დახურვისკენ უკვე მოუწოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე