გიგი უგულავამ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 18:52 | 12.02.2021
ნანახია: 430

გიგი უგულავამ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უგულავამ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმი, პარტიის მომავალ ყრილობაზე თავისი კანდიდატურას გენერალური მდივნის პოსტზე აღარ დააყენებს.

"დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერლურ მდივნად. შემდეგი ყრილობის შემდეგ, აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად", - განაცხადა უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე