რუსეთი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობა შეწყვიტოს - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 14:52 | 12.02.2021
ნანახია: 663

რუსეთი არ ისწრაფვის გეოპოლიტიკური იზოლაციისკენ, მაგრამ იგი მზად უნდა იყოს ევროკავშირთან ურთიერთბის შესაწყვეტად, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცლებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლავროვმა გაიხსენა ცნობილი გამოთქმა - "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის".

ლავროვის თქმით, თუ ევროკავშირის სანქციები, რუსეთის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ, რუსეთი ურთიერთობის შესაწყვეტად მზად არის.

"თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორც უკვე არაერთგზის ვიგრძენით, რომ რომელიმე სფეროს სანქციები დაეკისრება, რაც რისკებს ქმნის ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებისთვის - დიახ. ჩვენ არ გვინდა იზოლირება მსოფლიო ცხოვრებისაგან, მაგრამ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ლავროვმა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციებისთვის ემზადება, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებას უკავშირდება.

მოელიან, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი 22 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე