მრჩება იმედი და განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს - სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.02.2021
ნანახია: 401

მე მაინც მრჩება იმედი და განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მაინც მრჩება იმედი და განცდა, რომ ის კანონის მოთხოვნებს შეასრულებს. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, შეიძლება იყოს ერთადერთი – კანონიერი და სამართლიანი. იყო მოსაზრებები, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება არც სასამართლომ და არც პარლამენტმა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმა და სასამართლომაც კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე