ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, თებერვალში დააწესოს

საქართველო, თბილისი - 21:40 | 11.02.2021
ნანახია: 586

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, თებერვალში დააწესოს. საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეების აქტივების გაყინვაზე. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა და გერმანიამ.

სააგენტოს თანახმად, ბერლინი და პარიზი უარს იტყვიან უფრო მკაცრ სანქციებზე, რომელესაც ემხრობიან ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნები. მაგალითად „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-თან დაკავშირებით.

სააგენტო აღნიშნავს, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი და რუმინეთი სანქციების შემოღებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ, საფრანგეთისა და გერმანიის თანხმობა კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ დაბლოკავენ. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება, შესაძლოა, 22 თებერვალას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღონ.

„ჩვენ ვეღარ გავექცევით სანქციებს... არსებობს კონსენსუსი, სანქციების სასარგებლოდ. ჩვენ სხვაგვარდ ვერ ვუპასუხებდით“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე