ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 20:15 | 11.02.2021
ნანახია: 489

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი წინამორბედის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დახურა. ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა და გააუქმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც იქ 2019 წლიდან მოქმედებდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 „მივედი დასკვნამდე, რომ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უსაფუძვლო იყო“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსისადმი პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ როგორც ადრე აღნიშნა, არ დაუშვებს საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების ფლანგვას, ასევე მოითხოვა ამ მშენებლობაზე დახარჯული ყველა რესურსის ძირფესვიანად გადასინჯვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე