თემა უკვე ამოიწურა, ქართული ოცნება არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე -თამარ კორძაია პარლამენტში ერთჯერადად შესვლაზე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 11.02.2021
ნანახია: 375

თემა უკვე ამოიწურა, ქართული ოცნება არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე, - ამის შესახებ რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ერთჯერადად შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.

"ამ განცხადებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება.

პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ, შესაბამისად ვფიქრობ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე", - ამბობს თამარ კორძაია.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ"რუსთავი 2-ის" ეთერში უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას"ბავშვური თამაში" უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე