მზად ვართ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ - ხათუნა სამნიძე

საქართველო, თბილისი - 18:45 | 10.02.2021
ნანახია: 445

"რესპუბლიკური" პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია მზად არიან, პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

"როცა გვესმის მეორე მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მე მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან გაითავისებენ ჩვენ ამ ინიციატივას - რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.

თუ ის ბედავს, თავაზობს და მზად არის, შემოგვთავაზოთ ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა", - თქვა ხათუნა სამნიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე