კრემლის რუპორი მარგარიტა სიმონიანი რუსეთში უცხოური სოციალური ქსელების აკრძალვას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:23 | 10.02.2021
ნანახია: 770

რუსი ჟურნალისტი, „როსია სეგოდნიას“  და  RT - ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ რუსეთში უცხოური სოციალური ქსელები უნდა აიკრძალოს. აღნიშნული განცხადება სიმონიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Instagram-მა მისი პოსტი წაშალა.

„ჰა, ინსტაგრამმა ჩემი უწყინარი პოსტიც წაშალა! კართაგენი უნდა დაინგრეს, რუსეთში უცხოური სოციალური ქსელები უნდა დაიხუროს“, - დაწერა მან Telegram-არხზე.

სიმონიანმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო ის ტექსტიც, რომელიც Instagram-მა წაშალა:  „ერთადერთი სანქცია, რომელმაც, შესაძლოა, გული მატკინოს - ჩემს მშობლიურ ყუბანში ჩასვლის აკრძალვა იქნება“, - წერდა სიმონიანი.

სიმონიანი რუსეთის იმ 35 მოქალაქის სიაშია, რომელთა წინააღმდეგაც, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა აშშ-ს სანქციების დაწესებისთვის მიმართა. აღნიშნული სია  Washington Post-მა გამოაქვეყნა, ფონდის წერილი გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, ფინანსთა დეპარტამენტსა და ეროვნული დაზვერვის დირექტორს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე