დასავლეთს სურს რუსეთი მორჩილ ქვეყნად აქციოს - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 17:09 | 10.02.2021
ნანახია: 547

დასავლეთს სურს რუსეთი მორჩილ ქვეყნად აქციოს და აიძულოს დაითანხმოს მის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საეჭვო ინტერპრეტაციებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის ეს მცდელობები სულ უფრო და უფრო მეტად სასტიკი ხდება.

 „ნათელია როგორ ვითარდება მსოფლიო არენაზე მოვლენები. რუსეთის ნებისმიერი მცდელობები გახდეს დამოუკიდებელი, დაიცვას თავისი უფლებები დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სამართლის დაცვის გზაზე ვაწყდებით სულ უფრო და უფრო სასტიკ წინააღმდეგობას ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან, რომლებსაც სურთ გვაქციონ მორჩილებად, სურთ გვაიძულონ ზოგადსაკაცობრიო ღირებულობების ფრიად საეჭვო ინტერპრეტაციებს დავთნხმდეთ, რაც ეწინააღმდეგება რუსულ კულტურულ ტრადიციებს“, - განაცხადა ლავროვმა.  

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ რუსეთი მათთვის კომფორტული ტერიტორია გახდეს, მათი ინტრესების გატარებისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროებში. „ყოველდღე ვაკვირდებით, თუ როგორ ხდება  ეს მცდელობები სულ უფრო და უსფრო სასტიკი“, - დასძინა ლავროვმა.

4-6 თებერვალს მოსკოვში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იმყოფებოდა.

ის სერგეი ლავროვსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ბორელიმ თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთი და ევროპა სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.

მისი აზრით, მოსკოვი დემოკრატიულ ფასეულობებს იღებს, როგორც ეგგზისტენციალურ მუქარას. მან არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთის წინაარმდეგ სანქციებს გააფართოვებს.

ბორელი მოსკოვში ყოფნისას ლავროვს საქართველოს შესახებაც ესაუბრა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე