რაც მეტს დაგვიჭერენ, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:08 | 10.02.2021
ნანახია: 597

არავითარი თანხა ნიკა მელიამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"დამოურჩულებლობა მიდის. დაუმორჩილებლობა ამ ეტაპისა დაიწყო მაშინ, როცა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიქცევა. რა თქმა უნდა, გამწვავდება დაუმორჩილებლობის პროცესი, არ უნდა გადაიხადონ.

ჩვენ მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდეთ კომენდატის საათში, რადგან კოვიდს და ინფექაციას ივანიშვილი იყენებს გამდიდრებისა და ჩვენი სახლში ჩაკეტვისთვის, რათა მის რეჟიმს საფრთხე არ დაექმუროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს დაუმორჩილებლობაა, არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ რაც მეტს მოგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო ვისთან აქვა საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე