რუსეთმა, მტრული ქმედებების გამო, პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა აგოს - სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 12:03 | 10.02.2021
ნანახია: 643

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობის პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის რეჟიმი პასუხისგებაში მიეცეს ყველა მიმართულებით მისი მტრული მოქმედებების გამო, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.  

 „ადმინისტრაციის მუშაობის პირველივე დღეს ჩვენ გავხდით მოწმეები სასტიკი რეპრესიებისა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩებში მხოლოდ იმიტომ გამოვიდნენ, რომ გამოეყენებინთ რუსეთის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“, - აღნიშნა პრაისმა.

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი განიხილავენ მოსკოვის მტრულ ქმედებებს, ასევე ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ შემთხვევას.

ნედ პრაისი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, რუსეთის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული შესაბამისი ზომები.

 „არ მინდა დრო დავასახელო, თუმცა ვფიქრობ, რომ მკაფიოდ ხედავთ ჩვენს ქმედებებს, რომლებიც შეთანხმებულია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე