აპრილის ჩათვლით Wucher Helikopter Gmbh-ი ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 17:28 | 25.01.2016
ნანახია: 1433

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, უწყებამ დააკმაყოფილა ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ს განაცხადი ზამთრის საკურორტო ზონებში ოპერირების განხორციელების თაობაზე და ისევე როგორც გასულ 2013-2015 წლებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა კომპანიას.

საქართველოში ოპერირების განმავლობაში „Wucher Helikopter Gmbh“ ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე ზამთრის საკურორტო ზონებში, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. „Heli-skiing” ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე