ბორელი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ წინადადებებს მოამზადებს

საქართველო, თბილისი - 20:24 | 09.02.2021
ნანახია: 521

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შესთავაზებს.

 „ამ საკითხებს განვიხილავთ 22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი მარტის სამიტზე. ამ შეხვედრებზე მიღებული იქნება შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები. სწორი იქნებოდა ახალი სანქციების ამოქმედება. მე წარმოგიდგენთ მოკლე წინდადებებს, გამოვიყენებ ჩემს უფლებას , როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის”, - განაცხადა ბორელიმ.

 ბორელიმ 4-6 თებერვალს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ბორელიმ თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთი და ევროპა სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.

მისი აზრით, მოსკოვი დემოკრატიულ ფასეულობებს იღებს, როგორც ეგგზისტენციალურ მუქარას. მან არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთის წინაარმდეგ სანქციებს გააფართოვებს.

ბორელი მოსკოვში ყოფნისას ლავროვს საქართველოს შესახებაც ესაუბრა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე