ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, როგორ მოხვდა COVID-19 უხანის ბაზარში

საქართველო, თბილისი - 18:57 | 09.02.2021
ნანახია: 539

ჩინეთის ვირუსის შემსწავლელი ექსპერტული კომისიის ხელმძღვანელმა ლიან ვანიანმა განაცხადა, რომ მცდელობა გაერკვიათ როგორ მოხვდა COVID-19 უხანის ბაზარში, ჯერ-ჯერობით უშედეგოა.

 „ამჟამად, შეუძლებელია გარკვევა, როგორ მოხვდა ის ბაზარში“, - განაცხადა ჩინელმა მეცნიერმა უხანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ჩინელი სპეციალისტები ჯანმო-ს ექსპერტებთან ერთად დარწმუნდნენ, რომ ბაზრში „ვირუსის კვალი მხოლოდ ზედაპირებზე აღმოჩნდა. ის შესაძლოა, დაეტოვებინათ ადამიანებს ან ცხოველებს“.

ამასთან, კორონავირუსი COVID-19, შესაძლოა ნამდვილად ცხოველისგან გავრცელებულიყო, მაგრამ რომელი ცხოველისგან, ჯერ უცნობია.

მისივე თქმით, ვირუსი პოტენციურად, შესაძლოა, ადამიანს ღამურებისა და პანგოლინებისგან გადასდებოდა,  მაგრამ ამ სახეობის ცხოველებში კორონავირუსის ნიმუშები არ არის იდენტური COVID-19-სა, რომელიც ადამიანებს აღმოაჩნდათ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თავდაპირველად ვირუსი ბაზარში ცხოველური წარმოშობის გაყინული პროდუქტებიდან, ზღვის პროდუქტებიდან მოხვდა.

უხანის ბაზარი პირველი ადგილია, სადაც 2019 წლის ბოლოს COVID-19 აღმოაჩინეს. მაგრამ დღემდე ვერ დგინდება მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ცხოველისგან ადამიანს გადაედო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანის ვირუსოლოგიის ცენტრში 3 თებერვალს ჩავიდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე