ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უცხოელებისა და ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების აცრა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:46 | 09.02.2021
ნანახია: 473

ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უცხოელებისა და ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების აცრა დაიწყო. იუწყება Associated Press-ი.

ვაქცინაციის ცენტრებთან თვალუწვდენელი რიგები დგას. უცხოელებს შორის, რომლებმაც აცრა დღეს უკვე გაიკეთეს, არიან ფილიპინების, მოლდოვასა და ნიგერიის მოქალაქეები.

ისრაელმა Pfizer-ის ვაქცინის 3,5 მილიონზე მეტი დოზა პირველი, 2.1 მლნ დოზა კი განმეორებითი აცრებისთვის მიიღო. ქვეყანაში ასევე დამტკიცებულია კომპანია Moderna-ს ვაქცინა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია 700 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 5 100 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე