ეს ხელოვნურად შექმნილი ლიდერი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:51 | 09.02.2021
ნანახია: 577

ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

"ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ეს ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდაც დაისჯება, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, ამ თემაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, მაგრამ ხელისუფლება ვერ დაიჭერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე