ძალიან მომწონს, რომ მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ - მაია ბითაძე გახარიას შესაძლო გადადგომაზე

საქართველო, თბილისი - 13:40 | 09.02.2021
ნანახია: 436

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში არავითარ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი.

დატოვებს თუ არა გაზაფხულზე თანამდებობას გახარია, მაია ბითაძე "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ გუნდში ეს საკითხი არ განიხილება.

"ეს სიზმარია და მე ძალიან მომწონს თქვენ რომ მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ. ძალიან კარგი თუ ახდება თქვენი სიზმრები, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიურად ხდებოდეს. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მემკვიდრეობით არ გადაეცემათ, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე თანამდებობებს არ იკავებენ. მათ შორის მე 4 წლის შემდეგ ამ თანამდებობას არ დავიკავებ. პრემიერმინისტრის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის", - განაცხადა ბითაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე