საფრანგეთში 117 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 09.02.2021
ნანახია: 598

საფრანგეთში ყველაზე ხანდაზმულმა ქალმა - 117 წლის ლუსილ რანდონმა კორონავირუსი დაამარცხა.

მედიის ცნობით, რანდონს კორონავირუსი ტულონის მოხუცებულთა თავშესაფარში 16 იანვარს დაუდგინდა. აღნიშნულია, რომ მან ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.

ლუსილ რანდონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. ახალგაზრდობაში ის გუვერნანტი იყო, მუშაობდა ჰოსპიტალში, შემდეგ კი მონაზონი გახდა.

მსოფლიოში დღეისათვის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იაპონიაში ცხოვრობს. კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. რანდონი სამყაროს ყველაზე ხანდაზმულთა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ხანზამული ადამიანი, რომლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები დოკუმენტებით დადასტურებულია - ფრანგი ჟანა კალმანია. ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე