სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 09:43 | 09.02.2021
ნანახია: 485

დღეს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. ტრამპს ბრალად ედება ამბოხის წაქეზება. ტრამპის პრეზიდენტობის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოტანილ იმპიჩმენტში ნათქვამია, რომ 6 იანვარს თავისი გამოსვლით მან მხარდამჭერებს უბიძგა კაპიტოლიუმის შტურმისკენ, სადაც კონგრესის ორივე პალატას საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინა ჯო ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში.

შენობაში შეჭრილმა ტრამპის მომხრეებმა ეს პროცედურა რამდენიმე საათით შეწყვიტეს. შტურმის შედეგად გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

სენატის რეზოლუციამ იმპიჩმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი უნდა დაადგენოს. პირველად საკონსტიტუციო საკითხის ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება, რომლითაც პროცედურის კონსტიტუციურობა უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ორივე მხარეს პრეზენტაციისთვის 16 საათი ეძლევა. ორი საათი განკუთვნილია სენატორების კითხვებისთვის.

ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის, ანუ 67 სენატორის ხმაა საჭირო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე