დასავლეთი განაგრძობს აგრესიულ შეტევას რუსეთის წინააღმდეგ - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 21:58 | 08.02.2021
ნანახია: 661

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ განაგრძობენ რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას.

 „ევროკავშირში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გამართა ონლაინ-შეხვედრა ე.წ. რუსეთის ოპოზიციასთან, საუბარია ლეონიდ ვოლოკოვზე („ნავალნის შტაბის რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელი) და ვლადიმირ აშურკოვზე (კორუფციასთან ბროლის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) - ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც აღბედჭდილია ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კადრებში, როდესაც განიხილებოდა პროექტების დაფინანსების საკითხი. ერთ-ერთი ასეთი პროექტი მიმართული იყო რუსეთის საბანკო სისტემის დისკრედიტაციისაკენ ბრიტანეთის ბანკების სასარგებლოდ. აი, ასეთ ადამიანებთან გაიმართა დღეს კონფერენცია ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობის ველზე“  - განაცხადა ზახაროვამ ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში.

„იქ იყო არამხოლოდ პოლონეთი და ევროკავშირის ქვეყნები. ისინი 20-ზე მეტნი იყვნენ.  ჩაერთო შეერთებული შტატებიცა და ბრიტანეთიც. აი, შეხედეთ, ჩვენი ე.წ. პარტნიორები რას ბლანდავენ: ამ ფორმით განაგრძობენ თავიანთ უკანონო, არასამართლებრივ, აგრესიულ შეტევას ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე