გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს

საქართველო, თბილისი - 20:58 | 08.02.2021
ნანახია: 556

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბერლინში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გერმანიის მთავრობის საპასუხო რეაქცია მოსკოვში გერმანიის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლისა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატების გაძევებაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მოსკოვის გადაწყვეტილებას "გაუმართლებელი" უწოდა.

შვედეთმა და პოლონეთმა ასევე განაცხადეს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. შვედეთი სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს გააძევებს, ხოლო პოლონეთი პოზნანში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომელს.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისათვის გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე