უკრაინელები კურდღლები არ არიან, რომ მათზე ექსპერიმენტები ჩატარდეს - ზელენსკი რუსულ ვაქცინაზე

საქართველო, თბილისი - 16:51 | 08.02.2021
ნანახია: 772

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ით შესაძლო აცრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინელები კურდღლები არ არიან, რომ მათზე ექსპერიმენტები ჩატარდეს.

ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინამ AstraZeneca-სა და Novavax-ის ვაქცინების 12 მლნ დოზის მიწოდებაზე თანხმობა უკვე მიიღო.

 „არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, რომ რუსული წარმოების „სპუტნიკ V“-ი გარანტირებულია და 90-91-პროცენტიან ეფექტს იძლევა. არც ჯანმო-ს და არც წამყვან ექსპერტებს ეს არ დაუდასტურებიათ... უკრაინის მოქალაქეები ადამიანები არიან და არა (ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის) კურდღლები და მათზე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ შეკითხვის პასუხად აიცრებიან თუ არა უკრაინელები ვაქცინით „სპუტნიკ V“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე