რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება, დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დავა პირწმინდად წაგებული ექნებოდა - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 08.02.2021
ნანახია: 555

ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომზე მოგებულ დავას მხოლოდ მათი ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი, გაუკეთებია საჩივრის კვალიფიცურად წარმოებისთვის.

"რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება ეს დავა საქართველოს ექნებოდა რუსეთის წინააღმდეგ პირწმინდად წაგებული. 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაამთლიანებს, გააერთიანებს და იმ დღეს თუ ჩვერ არ ვიქნებით ცოცხლები, არაფერი არ გვექნება სანანანებელი იმქვეყნად, არც სირცხვილის საფუძველი არ გვექნება, რომ მომავალი თაობა არ დავტოვეთ უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენმა წინა თაობის მთავრობებმა დაგვტოვეს ჩვენ", - თქვა თეა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე