ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ

საქართველო, თბილისი - 13:28 | 08.02.2021
ნანახია: 579

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილი გადასცეს.

მასთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ COVAX-ის ფონდის მიერ გამოყოფილი ვაქცინა პირველი ეტაპისთვის  მოსახლეობის ასაცრელად უკრაინისთვის საკმარისი არ იქნება.

 „მე ვთხოვე ევროკავშირის წვერებს ვაქცინის ნაწილი აჩუქოს უკრაინას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინა COVAX-ის გლობალური ინიციატივის ფარგლებში ვაქცინის პირველ დოზებს თებერვალში მიიღებს. „კიდევ ვაქცინის მილიონობით დოზას უკრაინა ზაფხულადე მიიღებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, COVAX-ის მეშვეობით ვაქცინაციის პირველი ტალღისთვის ქვეყანა Pfizer -ის ვაქცინის 117 ათას დოზას თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს, 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის კი ქვეყანა ვაქცინის მილიონობით დოზას ელოდება. ამ დროის განმავლობაში უკრაინა AstraZeneca-ს ვაქცინის 2,2-დან 3,7 მლნ-მდე დოზას მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე