მოსკოვში ვიზიტისას რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოვუწოდე - ჟოზეფ ბორელი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 08.02.2021
ნანახია: 439

ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგე ლავროვთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო საკითხი, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად შეეხო.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს სამეზობლოში და დაჟინებით მოვუწოდე მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ. გავაჟღერე ასევე ბელარუსი ხალხის ხმა, რომელიც აგერ უკვე 6 თვეა ხმამაღლა გაისმის და ის მკაფიოა, მათ სურთ აირჩიონ თავიანთ პრეზიდენტი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება, სირიისა და ლიბიის კრიზისი იყო ასევე ის საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხეთ სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა ვცეთ ეუთო-ს ვალდებულებებს პატივი, მათ შორის, ტერიტორიულ მთლიანობას", – ნათქვამია ბორელის ბლოგში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე