რუსეთი სულ უფრო მეტად შორდება ევროპას - ჟოზეფ ბორელი

საქართველო, თბილისი - 00:14 | 08.02.2021
ნანახია: 591

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელიმ მოსკოვში 4-6 თებერვლის ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად შორდება ევროკავშირს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ამ ვიზიტის დროს ამტკიცებს, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთს შორდება“, - დაწერა მან თავის ბლოგში.

ბორელი ამბობს, რომ სწორედ რუსეთი შორდება ევროპას, როდესაც „იღებს დემოკრატიულ ფასეულობებს, როგორც ეგზისტენციალურ მუქარას“.

ამასთან, მან სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ „რუსეთს არ სურს გამოიყენოს შესაძლებლობა უფრო მეტად კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

„ამ კვირას მე გავემგზავრე მოსკოვში, რათა დიპლომატიის მეშვეობით, დამედგინა დაინტერესებულია თუ არა რუსეთის ხელისუფლება უთანხმოებისა და ჩვენს ურთიერთობებში ნეგატიური ტენდენციის დაძლევაში. რეაქცია, რომელიც მივიღე, აჩვენებს სრულიად სხვა მიმართულებას“, - ამბობს ბორელი.

მან განმარტა, რომ მისი ვიზიტის მიზეზი ასევე იყო რუსეთისთვის გადაეცა, რომ ევროკავშირი მტკიცედ გმობს ალექსეი ნავალნის განაჩენს და ათასობით დემონსტრანტის დაკავებას.

„რუსეთის ხელისუფლებამ არ მოისურვა გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რათა მიეღო უფრო მეტად კონსტრუქციული დიალოგი ევროკავშირთან. ეს იწვევს სინანულს და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს შედეგები“, - აღნიშნა ბორელიმ.

მან ყურადღება გაამახვილა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც აგრესიულობით იყო გამორჩეული. „მართალია, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს მოულოდნელობას... ჩვენ როგორც ევროკავშირს მოგვიწევს ყურადღება გავამახვილოთ შედეგებზე, ვიფიქროთ მიმართულებაზე, რომელიც გვინდა მივცეთ რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას და ვიმოქმედოთ ერთად“, - აღნიშნა ბორელიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე