ევროკავშირში გაწევრიანება არის ამბიციური გეგმა, თუმცა მიღწევადია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 22:14 | 07.02.2021
ნანახია: 409

ევროკავშირში გაწევრიანება არის ამბიციური ამოცანა და ამბიციური გეგმა, თუმცა ეს ყველაფერი არის მიღწევადი. ამას სჭირდება მიზანდასახული მუშაობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ამბიციური ამოცანა და ამბიციური გეგმა, თუმცა ეს ყველაფერი არის მიღწევადი. ამას სჭირდება მიზანდასახული მუშაობა. ამას სჭირდება დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება, ამას სჭირდება ეკონომიკის თვისებრივი გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და მუდმივი ზრუნვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი აღებული. არის უამრავი სირთულე, მათ შორის პანდემიის გამო. ბუნებრივია, ეს არ იქნება მარტივი გზა, თუმცა თუ ჩვენ ვიმუშავებთ მიზანდასახულად და ვიქნებით ეფექტიანები ამ მიზნის შესრულების თვალსაზრისით, ეს შედეგი აუცილებლად დადგება. ყველაფერი არის ჩვენს შრომაზე დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე