AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის აფრიკული შტამის წინააღმდეგ უძლურია - Financial Times

საქართველო, თბილისი - 21:55 | 07.02.2021
ნანახია: 617

კომპანია AstraZeneca-ში ამბობენ, რომ მათმა ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამის წინააღმდეგ ცუდი შედეგები აჩვენა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ოქსფორდის მეცნიერთა მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეპარატმა უკიდურესად სუსტი ეფქტიანობა აჩვენა აფრიკული შტამის წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს მსუბუქი ან საშუალო ფორმებით.

„მეორე და მესამე ფაზის გამოცდისას პირველადმა მონაცემებმა სუსტი ეფექტიანობა აჩვენა დაავადეების მსუბუქი ფორმის წინააღმდეგ, კერძოდ კი სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, ოქსფორდის უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო სამუშაო ვირუსის შტამის ამ ვერსიასთან ადაპტაციისათვის. მოსალოდნელია, რომ ამ ვაქცინით აცრები შემოდგომისთვის დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე