გმადლობ, რომ საქართველო კვლავ რჩება ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში - სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 07.02.2021
ნანახია: 554

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომ საქართველო კვლავ რჩება ამერიკის დღის წესრიგში. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.

"გმადლობ, სახელმწიფო მდივანო ბლინკენ, რომ საქართველო კვლავ რჩება ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო კვლავ პრიორიტეტულია ჩვენი პარტნიორებისთვის", - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის საკითხი წამოწია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე