გონივრულია, რომ კომენდანტის საათი გაუქმდეს ან გადაიწიოს 00:00 საათამდე - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 15:10 | 07.02.2021
ნანახია: 417

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები უნდა გაუქმდეს ან მისი ხანგრძლივობა შემცირდეს.

მისივე თქმით, თუკი პირველ ეტაპზე ხელისუფლება არ აპირებს კომენდანტის საათის სრულად გაუქმებას, მისმა დაწყების დრომ 00:00 საათზე უნდა გადაინაცვლოს, რაც შეამცირებს მობილობას და ადამიანთა თავშეყრას.

„გონივრულია, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი ან, პირველ ეტაპზე, 12 საათამდე მაინც გადაიწიოს. ეს დროს გაზრდის და ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ 7-დან 9 საათამდე არ იყოს რიგები სავაჭრო დაწესებულებებში, საცობები ქუჩებში ან თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში", - ამობს სერგო ჩიხლაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე