ინდოეთში ჰიმალაის მყინვარიდან ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ 150 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 07.02.2021
ნანახია: 639

ინდოეთში, უთარაკჰანდის შტატში ჰიმალაის მყინვარიდან ყინული მოწყდა. სხვადასხვა მონაცემებით, დაიკარგა 150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაღუპულები არიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკარგულთა უმეტესობა ჰიდროელეტქროსადგურის თანამშრომლები არიან, რომელსაც სტიქიის შედეგად ყველაზე დიდ დარტყმა მიადგა.

უზარმაზარი ყინულის მასები ჰიმალაის მყინვარიდან მდინარეების ალაკლანდისა და დჰაულინგანგის მიმართულებით დაიძრა, რამაც მაღალმთიან რაიონებში წყალდიდობა გამოიწვია.

მიმდებარე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე