ესტონეთი გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის პატიმრობას

საქართველო, თბილისი - 14:10 | 06.02.2021
ნანახია: 487

ესტონეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის პატიმრობას გმობს.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12+ წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

​გუშინ, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე