რუმინეთში ნათლობის შემდეგ 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა - მოსახლეობა ნათლობის წესის ცვლილებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 06.02.2021
ნანახია: 428

რუმინეთში, ქალაქ სუჩავაში მართლმადიდებლური ნათლობის რიტუალის შემდეგ, 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა.

რუმინული მედიის ინფორმაციით, ჩვილი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც ნათლობისას, როდესაც ცივ წყალში ჩააყვინთინეს, დიდი ოდენობით წყალი გადაყლაპა. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლაების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ ბავშვს ფილტვებში წყალი ჰქონდა.

ტრაგიკული შემთხვევა 31 იანვარს მოხდა.

მოსახლეობაში ჩვილის გარდაცვალებამ შეშფოთება გამოიწვია. ისინი ითხოვენ ნათლობის წესის ცვლილებას. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პეტიცია, რომელსაც ათასობით ადამიანი აწერს ხელს.

"ამ ტრაგიკული შემთხვევის გათვალისწინებით, როდესაც ჩვილი გარდაიცვალა წყალში შთაფვლის შედეგად, ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა მოაწესრიგოს ეს პრაქტიკა. ჩვენ არ ვითხოვთ ნათლობის გაუქმებას, მაგრამ ვითხოვთ მის ცვლილებას, რათა თავიდან ავიცილითო ზედმეტი რისკები", - აღნიშნულია პეტიციაში.

რუმინეთის ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი, არქიეპისკოლოსი კალენიკი მხარს უჭერს რეფორმას.

არქიეპისკოპოსი იმედოვნებს, რომ ნათლობის აღნიშნული წესი გადაიხედება და ყველასთვის მისაღები ფორმა შეირჩევა, რათა მომავალაში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი არასასურველი შემთხვევები.

რუმინეთს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმ მღვდლის მიმართ, ვინც შეასრულა ნათლობის რიტუალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე