ტრამპს არ უნდა ჰქონდეს დაზვერვის საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 13:38 | 06.02.2021
ნანახია: 374

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის წინამორბედს დონალდ ტრამპს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ამერიკის დაზვრევის საიდუმლო ინფორმაციებთან.

ტელეკომპანია CBS-ის წამყვანის შეკითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპმა, არასტაბილური ხასიათის გამო, არ უნდა მიიღოს საიდუმლო ინფორმაციები.

ბაიდენის თქმით, აღნიშნულს კავშირი არ აქვს კაპიტოლიუმის შტურმთან. პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას, რა მოხდებოდა, ტრამპს მაინც რომ მიეღო საიდუმლო ინფორმაცია.

"ვარჩევდი, რომ ამ თემაზე სპეკულირება არ დამეწყო", - განაცხადა ბაიდენმა. ის შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა, ილაყბოს და გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ტრადიციულად იღებენ ინფორმაციებს დაზვერვის შესახებ მას შემდეგაც კი, როდესაც პოსტს ტოვებენ. მათ ასევე აქვთ უფლება გამოითხოვონ საიდუმლო ინფირმაცია სპეცსამსახურებისგან.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან დონალდ ტრამპის ურთიერთობა დაძაბული იყო. ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს.

ტრამპის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით, რომლებიც სპეცსამსახურებთან ხანგრძლივ შეხვედრებს ატარებდნენ, ტრამპის მონაწილეობით აღნიშნულ სამსახურებთან შეხვედრები იშვიათად იმართებოდა და გაცილებით ხანმოკლე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე