ვაქცინირებულთა რაოდენობამ COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა - ჯანმო-ს გენერალური დირექტორი

საქართველო, თბილისი - 22:42 | 05.02.2021
ნანახია: 609

ადამიანების რაოდენობამ, რომლებამც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 „ერთი მხრივ, ეს კარგი ამბავია და დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში გასაოცარი მიღწევაა. მაგრამ ამ ვაქცინაციის სამ მეოთხედზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის, სადაც აკუმულირებულია გლობალური მშპ-ის 60 პროცენტი“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიდევ 130-მდე ქვეყანას 2,5 მლრდ მოსახლეობით, ჯერ არ მიუღია ვაქცინის პირველი დოზა. მან კვლავ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებმაც უკვე ჩაატარეს მოსახლეობის შედარებით მოწყვლადი ნაწილისა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, გაუყონ სხვა ქვეყნებს ვაქცინის ჭარბი რაოდენობა, ვიდრე მასობრივ ვაქცინაციას გააგრძელებდეს.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე