სირიაში სამთავრობი ჯარებისა და ოპოზიციის შეტაკებებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 25.01.2016
ნანახია: 1733

სირიის ქალაქ ალეპოში სამთავრობი ჯარებისა და ოპოზიციის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

იერიშები ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ განხორციელდა, რაც სირიის კრიზისის დიპლომატიურად მოგვარების საერთაშორისო მცდელობას წარმოადგენს.

მოლაპარაკება დღეისთვის არის დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ გადაიდება, რადგან ვერ შეთანხმდნენ საკითხზე, ვინ წარადგენს სირიის ოპოზიციას.

ასადის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლათაკიის პროვინციაში რამდენიმე ქალაქზე დაიბრუნეს კონტროლი. სამთავრობო ჯარებს პოზიციების გამყარებაში რუსული ავიაცია და ლიბანური დაჯგუფება ჰესბოლა ეხმარება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე