შეშფოთებული ვარ, ზაზა გახელაძის 12-წლიანი უკანონო ტყვეობის გადაწყვეტილებით - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 16:21 | 05.02.2021
ნანახია: 365

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად," - ნათქვამია მიმართვაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე