ჯო ბაიდენის მენტორული განცხადებების მოსმენას არ ვაპირებთ - დმიტრი პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:09 | 05.02.2021
ნანახია: 534

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებში ულტიმატუმის ნიშნები რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უკვე ვთქით, რომ ვერ მივიღებთ ამ ტიპის განცხადებებს, რაღაც მენტორული განცხადებების მოსმენას არ ვაპირებთ“, - თქვა პესკოვმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში სამომავლო საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ უმოქმედოდ აღარ შეხვდება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

„მკაფიოდ განვუმარტე პუტინს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებოდა რუსეთს აგრესიულ ქმედებებს, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმებსა და საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ არ მოვერიდებით ამ ქმედებებისთვის რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას და მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ხალხს", - განაცხადა ბაიდენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე