საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი მემკვიდრეობით გვერგო წინა ხელისუფლებისგან - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 15:45 | 05.02.2021
ნანახია: 623

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაპატიმრებული თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად, მაგრამ ასაქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაპატიმრებული თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად, მაგრამ ამას ხელს უშლის "საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი", რომელიც "ქართულ ოცნებასა" და ამჟამინდელ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო წინა ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"ხშირია ოკუპანტის თავაშვებული ქმედება საოკუპაციო ხაზს იქით, რასაც უკანონო პატიმრობა და ადამიანის უფლებათა დარღვევა მოსდევს ხოლმე, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ასეთ შემთხვევებში, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში ძნელია იმ საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან - ამას არასდროს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ იქ იყო გაუგონარი დანაშაული, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როცა ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცხინვალის, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე თავდასხმა და მათთვის ცეცხლის გახსნა, ასევე, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე