მადლობა, რომ წახვედი - ამერიკის კინომსახიობთა გილდია დონალდ ტრამპს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 05.02.2021
ნანახია: 476

აშშ-ის კინომსახიობთა გილდიამ (SAG-AFTRA) შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა.

გილდიის მსახიობმა გაბრიელ კარტერისმა და დირექტორმა დევის უაიტმა აშშ-ის ყოფილ ლიდერს ერთი სიტყვა უთხრეს: „მადლობა“.

იანვრის შუა რიცხვებში გილდიის დისციპლინარულმა კომიტეტმა წამოიწყო მოსმენები ტრამპის მიერ ორგანიზაციის წესდების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. თუმთა მოსმენების დასრუებამდე ტრამპმა წერილი მისწერა კარტერისს, რომელიც ტელეკომპანია Fox News-მა მოიპოვა.

"ამ წერილს გწერთ გილდიის ეგრეთწოდებულ დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი წევრობის ჩამორთმევას შეეხებოდა. ვის ადარდებს?", - წერს ტრამპი.

თავის წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ იგი არ იცნობს მსახიობ კარტერისის [გილდიის პრეზიდენტის] შემოქმედებას, თუმცა ამაყობს თავისი შესრულებული როლებით ფილმებში, როგორებიცაა "მარტო სახლში 2", "უოლ სტრიტი" და სხვა.

ტრამპი აღნიშნავს, რომ კინომსახიობთა გილდია არაფერს აკეთებს თავისი წევრებისთვის და მხოლოდ "შემომწირველთა დაგროვებითა და საშიში იდეების პოპულარიზებით არის დაკავებული".

"მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს", - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი კინომსახიობთა გილდის წევრი 1989 წლიდან იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე