ბლინკენმა ლავროვთან უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 05.02.2021
ნანახია: 503

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარ საკითხი განიარაღების შესახებ ახალ ხელეკრულება იყო, რომელიც რუსეთის ბირთვული არსენალის შეიარაღებასა და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეეს შეეხებოდა.

ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან საუბრისას ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში.

"სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, როცა ეს ჩვენ ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს აზიანებს. ეს მოიცავს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, ისე რომ მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება. სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, მისი სამხედრო აგრესია უკრაინაში და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და "SolarWinds-ის" ინდიცენტის საკითხები", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე