მკაფიოდ განვუმარტე პუტინს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებოდა რუსეთს აგრესიულ ქმედებებს - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 05.02.2021
ნანახია: 743

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში სამომავლო საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ უმოქმედოდ აღარ შეხვდება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

ბაიდენმა თქვა, რომ პირველი სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტს მკაფიოდ განუმარტა, რომ ურთიერთობები იცვლება.

"მკაფიოდ განვუმარტე პუტინს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებოდა რუსეთს აგრესიულ ქმედებებს, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმებსა და საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ არ მოვერიდებით ამ ქმედებებისთვის რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას და მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ხალხს", - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების გამო და მისი გათავისუფლება მოითხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე